ახალი გამოშვება: Tor-ბრაუზერი 10

ახალთახალი მბზინავი Tor-ბრაუზერი 10 უკვე ხელმისაწვდომია კომპიუტერისთვის Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვების გვერდიდან და გავრცელების სხვა წყაროებიდან!

Android-ისთვის Tor-ბრაუზერი 10 მთელი ძალისხმევით მუშავდება, იქამდე კი გრძელდება არსებული ვერსიის მხარდაჭერა. ჩვენ გვაცნობა Mozilla-მ ბევრი საკითხის შესახებ, რაც შეისწავლეს მოცემულ ვერსიასთან დაკავშირებით. იგეგმება ახალი, Fenix-ზე დაფუძნებული Tor-ბრაუზერის Android-ზე გამოშვება მომდევნო კვირებში.

Tor-ბრაუზერი 10-ის შემადგენლობაშია Firefox 78.3.0esr, განახლებული NoScript 11.0.44, და Tor 0.4.4.5. მოცემული გამოშვება შეიცავს მნიშვნელოვან უსაფრთხოების განახლებებს Firefox-ზე.

Tor-ბრაუზერის ახალი გამოშვება მიმართულია, მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ახლადგამოცემული Mozilla Firefox-ის გაფართოებული მხარდაჭერის ვერსიაზე დაყრდნობით. Tor-ბრაუზერი 10.0 პირველი მდგრადი გამოშვებაა მე-10.0 სერიისა, რომელიც ეფუძნება Firefox 78esr ვერსიას.

შენიშვნა: Tor-ბრაუზერი 10.0 არის Tor-ბრაუზერის სერიებიდან ბოლო, რომელიც მხარს უჭერს CentOS 6-ს. დაწყებული 10.5 სერიიდან, CentOS 6 აღარ იქნება მხარდაჭერილი.

გამოგვეხმაურეთ

თუ იპოვით ხარვეზს ან გექნებათ შემოთავაზება, როგორ გავაუმჯობესოთ გამოშვება, გთხოვთ გვაცნობოთ. გმადლობთ Tor-ზე მომუშავე თითოეულ გუნდსა და უამრავ მოხალისეს ამ გამოშვებაში წვლილის შეტანისთვის.

დახმარება გესაჭიროებათ?

იხილეთ ერთობის შესახებ ᲮᲓᲙ

მიიღეთ მხარდაჭერა

შეგვეხმიანეთ

მოგვწერეთ სასაუბროში!

შემოგვიერთდით IRC-ში