Tor-ბრაუზერის ახალი გამოშვება მიმართულია მომხმარებლების, onion-მომსახურებებში გათვითცნობიერების ხელშესაწყობად.

Tor-ის შრეებიანი დამისამართება რჩება საუკეთესო გზად, ვინაობის გაუმხელი გამჭოლი კავშირებისთვის, ინტერნეტში. Onion-მომსახურებებით (.onion მისამართებით), საიტის ხელმძღვანელობა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დაუკავშირდნენ ვინაობის გაუმხელად, მონაცემების მითითების გარეშე ან მონაცემების გარეშე მხარისგან დაფარვით. Onion-მომსახურებები, აგრეთვე ცენზურისთვის გვერდის ავლის მცირე საშუალებებიდან ერთ-ერთია, რომელიც ცენზურის არიდებასთან ერთად, მომხმარებელს პირადი მონაცემებისა და ვინაობის გამჟღავნებისგანაც იცავს.

პირველად, Tor-ბრაუზერების მომხმარებლებს საშუალება ექნებათ თანხმობა განაცხადონ საიტის Onion-ვერსიაზე გადასვლითვის, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება. წლებია, ზოგი ვებსაიტი შეუმჩნევლად იყენებს Onion-მომსახურებებს სხვა შემნაცვლებელი საშუალებებით, რაც კვლავ მშვენიერი არჩევანია. ახლა, კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება საიტებს, აცნობოს თავის მომხმარებლებს, საკუთარი Onion-მომსახურების შესახებ და მიიწვიოს .onion-მისამართზე.

რა სიახლეებია?

Onion-მდებარეობა

ვებსაიტის მფლობელებს, ახლა უკვე შეუძლიათ შესთავაზონ თავიანთი Onion-მომსახურება Tor-ის მომხმარებლებს, HTTP-თავსართის მეშვეობით. Tor-ბრაუზერით იმ ვებსაიტის მონახულებისას, რომელსაც ექნება ორივე, .onion-მისამართი და Onion-მდებარეობა, მომხმარებლებს ამოუგდებს საიტის Onion-ვერსიას და შეკითხვას, თუ ისურვებდა ზემოაღნიშნული საიტის Onion-ვერსიაზე გადასვლას.

Tor Browser 9.5 Onion Location


თუ ხართ შემმუშავებელი, იხილეთ როგორ გამართოთ Onion-მდებარეობა საკუთარ Onion-მომსახურებაზე.


Onion-დამოწმება

Onion-მომსახურების ხელმძღვანელებს, რომელთაც სურთ უსაფრთხოების დამატებითი ფენა შესძინონ საიტს, ახლა უკვე შეუძლიათ წყვილი გასაღებების მითითება, წვდომის ზედამხედველობისა და დამოწმებისთვის.

Tor Browser 9.5 Onion Authentication

Tor-ბრაუზერის მომხმარებლებს შეეძლებათ გასაღებების შენახვა და მათი მართვა about:preferences#privacy გვერდზე, Onion-მომსახურების დამოწმების არედან.

Tor Browser 9.5 Onion Authentication


თუ ხართ შემმუშავებელი, იხილეთ როგორ დავიცვათ Onion-მომსახურება კლიენტის დამოწმებით.


მისამართების ველის უსაფრთხოების გაუმჯობესებული მაჩვენებლები

ბრაუზერები ჩვეულებრივ, უსაფრთხო გადაცემის ოქმით მიღებულ საიტებზე, გამოსახავდნენ მწვანე საკეტის ნიშანს. თუმცა, 2019 წლის შუაში, ადრინდელი მწვანე საკეტის ნიშანი, იქცა ნაცრისფრად, ნაგულისხმევი (უსაფრთხო) კავშირის ხაზგასმის ნაცვლად, მეტი ყურადღების მისაპყრობად დაუცველი კავშირებისადმი. ძირითადმა ბრაუზერებმა, როგორებიცაა Firefox და Chrome, გააცნობიერა დადებითი შედეგები თავთავიანთი მომხმარებელთათვის, მსგავსი სიახლის ერთდროული დანერგვით. ჩვენც მივყვებით Firefox-ის ამ გადაწყვეტილებას და განვაახლეთ Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების მაჩვენებლები, რომ მომხმარებლებმა ადვილად გაარკვიონ, მონახულებული საიტი დაუცველი ხომ არაა.

Tor Browser 9.5 URL Bar Security Indicators

შეცდომის გვერდები Onion-მომსახურებებისთვის

ზოგჯერ, მომხმარებლებს უძნელდებათ Onion-საიტებთან წვდომა. Tor-ბრაუზერის წინა ვერსიებში, Onion-მომსახურებასთან კავშირის შეცდომისას, ყველა ხედავდა Firefox-ის ჩვეულ შეტყობინებას, იმის აღუნიშნავად თუ რატომ ვერ დაუკავშირდნენ Onion-საიტს.

In this release, we have improved the way Tor Browser communicates with users about service-, client-, and network-side errors that might happen when they are trying to visit an onion service. Tor-ბრაუზერი, ახლა უკვე მარტივი სქემით გამოსახავს კავშირს და აჩვენებს სად წარმოიშვა შეცდომა. გვსურს, ეს შეტყობინებები მეტად ნათელი და სასარგებლო იყოს, ნაცვლად დამაბნეველისა.

Tor Browser 9.5 Error Pages for Onionsites

Onion-სახელები

დაშიფვრით დაცვიდან გამომდინარე, Onion-მომსახურებების მისამართები ადამიანისთვის რთულად დასამახსოვრებელია (მაგ. https://torproject.org შდრ. http://expyuzz4wqqyqhjn.onion/). რაც უძნელებს მომხმარებლებს, Onion-საიტების მოძიებასა და მათზე დაბრუნებას. ჩვენ დავადგინეთ, რომ როგორც წესი, შემმუშავებლები ამ სირთულეს სხვადასხვა კუთხით უდგებიან, გადაწყვეტები კი უმთავრესად საკუთარ მომსახურებაზე აქვთ მორგებული. ვინაიდან არცერთი გამოსავალი არ ერგება სრულყოფილად, თითოეულ მომხმარებელს, გადავწყვიტეთ უფრო ფართო კუთხით შეგვეხედა საკითხისადმი. ამ გამოშვებისთვის, ჩვენ ვითანამშრომლეთ პრესის თავისუფლების ფონდთან (FPF) და ელექტრონული სასაზღვრო ფონდის HTTPS-Everywhere-თან, რომ შეგვექმნა პირველი ხელშესახები საცდელი, ადვილად დასამახსოვრებელი სახელები SecureDrop Onion-მომსახურებების მისამართებისთვის:

The Intercept:
    theintercept.securedrop.tor.onion
    http://xpxduj55x2j27l2qytu2tcetykyfxbjbafin3x4i3ywddzphkbrd3jyd.onion
Lucy Parsons Labs:
    lucyparsonslabs.securedrop.tor.onion
    http://qn4qfeeslglmwxgb.onion

პრესის თავისუფლების ფონდმა შეძლო მოეწვია არაერთი მედიადაწესებულება მონაწილეობისთვის, ასე რომ Tor და FPF უკვე ერთად შეჯერდებიან მომდევნო ნაბიჯებზე ამ საჩვენებელ ნიმუშზე მიღებული გამოხმაურებების გათვალისწინებით.

Tor Browser 9.5 Onion Names

გამოგვეხმაურეთ

თუ იპოვით ხარვეზს ან გექნებათ შემოთავაზება, როგორ გავაუმჯობესოთ გამოშვება, გთხოვთ გვაცნობოთ. გმადლობთ Tor-ზე მომუშავე თითოეულ გუნდსა და უამრავ მოხალისეს ამ გამოშვებაში წვლილის შეტანისთვის.

დახმარება გესაჭიროებათ?

იხილეთ ერთობის შესახებ ᲮᲓᲙ

მიიღეთ მხარდაჭერა

შეგვეხმიანეთ

მოგვწერეთ სასაუბროში!

შემოგვიერთდით IRC-ში