ახალი გამოშვება: Tor-ბრაუზერი 10.5

Tor-ბრაუზერი 10.5 უკვე ხელმისაწვდომია Tor-ბრაუზერის ჩამოსატვირთი გვერდიდან და აგრეთვე გავრცელების სხვა წყაროებიდან. Android-ვერსიაც ხელმისაწვდომია Google Play გვერდზე, ხოლო F-Droid საცავში გამოჩნდება მომდევნო დღეს.

ეს გამოშვება შეიცავს უსაფრთხოების მნიშვნელოვან განახლებებს Firefox-ში.

Tor-ბრაუზერის ახალი გამოშვება მიმართულია ინტერნეტთან წვდომის გასაუმჯობესებლად იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც Tor-ს იყენებენ ცენზურის ასარიდებლად.

რა სიახლეებია?

V2 Onion-მომსახურებების გაუქმება

როგორც შარშან განვაცხადეთ, v2 onion-მომსახურებები სრულად მიუწვდომელი გახდება მას შემდეგ, რაც Tor-ბრაუზერი გადავა Tor-ის .4.6.x ვერსიაზე 2021 წლის ოქტომბერში. დღეიდან, Tor-ბრაუზერი, როცა ეწვევით v2 Onion-საიტს, გაუწყებთ მომავალი გაუქმების თაობაზე.

Snowflake უკვე ხელმისაწვდომია ხიდის სახით

Snowflake საშუალებას აძლევს ცენზურის ქვეშ მყოფ მომხმარებლებს, დაუკავშირდნენ ინტერნეტს, მოხალისეთა შუამავლობით.

ამ წლის პირველ მეოთხედში, UX-გუნდმა ჩაატარა გამოკითხვა საცდელ Tor-ბრაუზერზე, მომხმარებლების მიერ Snowflake-ით სარგებლობის გამოსაკვლევად. კითხვარი სრულად შეავსო 1,795 მონაწილემ, ხოლო 726 მათგანმა დაადასტურა, რომ იყენებს Snowflake-ს მისაერთებელი გადამყვანის დანიშნულებით. Snowflake-ის მომხმარებელთა უმეტესობამ, რომლებმაც შეავსეს კითხვარი, Tor-ბრაუზერის გამოყენება დაიწყო კვირაში რამდენჯერმე, წინა წლის განმავლობაში. 75% მომხმარებლებისა, დადებითად აფასებს Snowflake-ს, თუმცა ბევრი მათგანი წააწყდა სირთულეებს კავშირისას და სიჩქარის შენელებას, გვერდების მონახულებისას. აღნიშნულმა გარემოებებმა და მოხალისეების საიმედო მხარდაჭერამ, საშუალება მოგვცა, ხელმისაწვდომი გაგვეხადა, ამავე გამოშვებაში.

მომხმარებელთათვის Tor-თან დაკავშირების გამარტივება

Tor-გამშვები უკვე წლებია გამოიყენება გაფართოებული პარამეტრების ჩასწორების საშუალებად, Tor-ქსელთან დაკავშირებისთვის. აგრეთვე, უზრუნველყოფს მართვის შესაძლებლობას, შეზღუდულ ქსელში მყოფი მომხმარებლებისთვისაც. UX-საკითხებსა და ცენზურის არიდებაზე მომუშავე გუნდებმა, ერთიანი ძალისხმევით გაამარტივეს დაკავშირების საფეხურები, Tor-ბრაუზერის მომხმარებელთათვის. მოცემული გამოშვება პირველია მომდევნოებიდან, განკუთვნილი საგანგებოდ ცენზურის ქვეშ მყოფი მომხმარებლებისთვის ღია ინტერნეტთან შეუფერხებლად წვდომის უზრუნველსაყოფად დაკავშირების, შეზღუდვების აღმოჩენისა და ხიდური გადამცემების მიწოდების გამარტივებით.

გამოვლენილი ხარვეზები

Tor-ბრაუზერი 10.5 შეიცავს რამდენიმე ცნობილ ხარვეზს:

გამოგვეხმაურეთ

თუ იპოვით ხარვეზს ან გექნებათ შემოთავაზება, როგორ გავაუმჯობესოთ გამოშვება, გთხოვთ გვაცნობოთ. გმადლობთ Tor-ზე მომუშავე თითოეულ გუნდსა და უამრავ მოხალისეს ამ გამოშვებაში წვლილის შეტანისთვის.

დახმარება გესაჭიროებათ?

იხილეთ ერთობის შესახებ ᲮᲓᲙ

მიიღეთ მხარდაჭერა

შეგვეხმიანეთ

მოგვწერეთ სასაუბროში!

შემოგვიერთდით IRC-ში